რას გთავაზობთ?
სერვისი არქი რენთი შექმნილია მხოლოდ არქელებისთვის, რათა შეგიქმნათ მაქსიმალური კომფორტი ბინების გაქირავების დროს. ჩვენთან ერთად გეძლევათ შესაძლებლობა დაზოგოთ დრო და ენერგია - არქი რენთი გაუკეთებს შეთავაზებას პოტენციურ მოიჯარეებს და თქვენთვის სასურველ მომხმარებელთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ბინის გაქირავების შემდეგ მოიჯარესთან კომუნიკაცია სრულად არქი რენთის გუნდს აქვს, ჩვენ გავუწევთ მოიჯარეს ტექნიკურ დახმარებას, ვიზრუნებთ ბინის ხარისხისა და სისუფთავის შენარჩუნებაზე. არქი რენთის დახმარებით, თქვენ მშვიდად მიიღებთ დამატებით შემოსავალს.
იმ შემთხვევაში თუ არქიში ბინა ინვესტიციის მიზნით შეიძინეთ და გსურთ მისი გაყიდვა, არქი რისეილი დაგეხმარებთ ბინის რეალიზაციაში თქვენთის სასურველი პირობებით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ცხელ ხაზზე.